loader

თბილისის მერია ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერია ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის დასრულდება საკითხის განხილვა და რა ახალი რეგულაციიების ამოქმედება იგეგმება თბილისის ტაქსოპარკის მოსაწესრიგებლად, თუმცა დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მგზავრისა და მძღოლების ინტერესი თანაბრად იქნება გათვალისწინებული. საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირები რეგულაციების შემოღების პროცესში ტაქსის მძღოლების აქტიურ ჩართვას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ტაქსის მძღოლების შრომითი უფლებების დასაცავად, შესაბამისი პროფკავშირები შეიქმნა. მისი ხელმძღვანელი ნანა ფილაური მერიას ხისტი პოლიტიკის გატარებას არ ურჩევს და მძღოლების უფლებების დაცვას მოითხოვს.

ტაქსის მძღოლების ერთი ნაწილი ლიცენზირებს აუცილებლობას ვერ ხედავს, ნაწილი კი მიიჩნევს რომ რეგულაციები საჭიროა, თუმცა მძღოლებს სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის გონივრული ვადა უნდა მიეცეს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სფეროში გარკვეული რეგულაციების ამოქმედება საჭიროა, თუმცა მისი თქმით ლიცენზირებამ შესაძლოა ტაქსით გადაადგილების სერვისი გააძვიროს.

უხეში გათვლებით, თბილისში დაახლოებით 45-50 ათასი ტაქსი მოძრაობს. მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა გადაყვანის კერძო სატრანსპორტო სფერო არ რეგულირდება. ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს შეუძლია რომ ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადის გადახდისა და დაბეგვრის რეჟიმის გარეშე იმუშაოს. ტაქსების ლიცენზირების საკითხი წინა ხელისუფლების პერიოდშიც განიხილებოდა, თუმცა საკითხი ჩავარდა.