loader

რამდენს უხდის "სითი პარკი" თბილისის მერიას და რას პასუხობენ ბრალდებებს კომპანიაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენს უხდის "სითი პარკი" თბილისის მერიას და რას პასუხობენ ბრალდებებს კომპანიაში?

"სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული კაბალური ხელშეკრულება კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური თემა. ამჯერად თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტას მოითხოვენ. მათი განმარტებით, პირგასამტეხლოს თანხა, რომელიც დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს, 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში უნდა აისახოს. მერიისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ელისაშვილი "სითი პარკის" ბოლო ორი წლის ბრუნვებსა და ბიუჯეტში ჩარიცხულ თანხებზე საუბრობს.

ბრალდებებს "სითი პარკში" პასუხობენ. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას და "სითი პარკთან" კონტრაქტის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მერიაში "სითი პარკთან" დაკავშირებით სწრაფ რეაგირებას არ აპირებენ. როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, კონკრეტული არგუმენტების გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.