loader

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხორცის შეძენისას? - ეტიკეტირება სავალდებულო უკვე ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხორცის შეძენისას? - ეტიკეტირება სავალდებულო უკვე ხდება

2017 წლის პირველი იანვრიდან ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება. მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის ყველა ეტაპზე გავრცელდება. ახალი რეგულაციების თანახმად, ხორცს ბაზარზე განთავსებისათვის ფორმა ნომერი ორისა და ვეტერინარის ბეჭდის გარდა, შესაბამისი ეტიკეტიც უნდა ახლდეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხორცის ეტიკეტირება მომხმარებლებს უხარისხო და მავნე პროდუქციის შეძენისაგან დაიცავს, თუმცა მათი განმარტებით, მხოლოდ ამ რეგულაციების ამოქმედებით, სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პრობლემების სრულად აღმოფხვრა მაინც ვერ მოხერხდება.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების კონტროლსა და ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. ქვეყანაში ხორცისა და ხოპრცპროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.