loader

საქართველოს საზღვარგარეთ რეკლამირებისთვის დაახლოებით 22 მილიონი ლარი იხარჯება - გიორგი ჩოგოვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს საზღვარგარეთ რეკლამირებისთვის დაახლოებით 22 მილიონი ლარი იხარჯება - გიორგი ჩოგოვაძე

საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის წელს დაახლოებით 22 მილიონი ლარი იხარჯება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "ჩემი კითხვა" მარკეტინგული აქტივობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი მოიწვია საქართველოში. ამასთან, ხდება ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ჩამოყვანა საქართველოში.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში.