loader

საქართველოში სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი წარმონაქმნის რადიოსიხშირული აბლაციაა. რადიოსიხშირული აბლაცია, ეს არის სიმსივნის მოცილება, გარკვეული სახის ზემოქმედება ქსოვილზე, რაც იწვევს ტემპერატურის მომატებას 50-90 გრადუს ცელსიუსამდე და წარმონაქმნის ნეკროზს, ისე, რომ არ დაზიანდეს ახლომდებარე ქსოვილები. ეს სიმსივნეების მკურნალობის სფეროში ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული.

მკურნალობის ეს მეთოდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაინერგა, სადაც მიმართულებას წამყვანი სპეციალისტი, ექიმი ნიკოლოზ ონაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც ხანგრძლივი პრაქტიკა აქვს გავლილი ევროპისა და აზიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

გამოცდილება, უახლესი აპარატურა, სიმსივნეების მკურნალობის ძირითადი მეთოდები და მულტიპროფილური მიმართულებები, რაც გართულებების შემთხვევაში ადეკვატურად მართვის საშუალებას იძლება - ამ უპირატესობით გამოირჩევა თბილისის ცენტრალური საავადმყოფო. ამჟამად კლინიკას სტუმრობს ავსტრიელი პროფესორი ფლორიან ვოლფი, რომელიც პაციენტებთან კონსულტაციებს და ოპერაციებს პერიოდულად ჩაატარებს.