loader

ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციაზეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა "ბიზნესის წარმოება 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის" კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. ასევე გაუმჯობესებულია "საზღვრამდე მანძილის" მაჩვენებელი 2.48%-ით. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ის 80.20 პროცენტია, შარშან კი 77.72 პროცენტს შეადგენდა.

კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის - მაკედონიის და ლატვიის შემდეგ. საქართველო ასევე იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე