loader

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისის ბინძურ მიწისქვეშა გადასასვლელებზე და ვის მფლობელობაშია ისინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისის ბინძურ მიწისქვეშა გადასასვლელებზე და ვის მფლობელობაშია ისინი

მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა დედაქალაქში წლებია მოუგვარებელია. მათ უმრავლესობაში არსებული ანტისანიტარიის გამო ბევრი ადამიანი მიწისქვეშა გადასასვლელით არ სარგებლობს, რაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ამ დროისთვის თბილისში არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან ოცდაორი "თბილსერვის ჯგუფის" საკუთრებაშია, 33 კი მრავალწლიანი იჯარითაა გაცემული.

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი "თბილსერვის ჯგუფის" დაქვემდებარებაშია, თუმცა ქვეითად მოსიარულეთა უმრავლესობა ანტისანიტარიის გამო მას არ იყენებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერიოდში მიწისქვეშა გადასასვლელები სრულად უნდა გასხვისდეს.