loader

რამდენი ტონა საწვავი შემოვიდა წელს საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი ტონა საწვავი შემოვიდა წელს საქართველოში?

მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 92 ათასი ტონით, ანუ 12,3%-ით გაიზარდა და 840,9 ათასი ტონა შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს:

"მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 96,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,7 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 57,5 ათასი ტონა შეადგინა (მატება 7,9 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,6 (კლება 6,3 ათასი ტონით) ათასი ტონა", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე