loader

რამდენით გაძვირდა იმერული ხაჭაპური სექტემბერში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენით გაძვირდა იმერული ხაჭაპური სექტემბერში?

სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულებამ 3,43 ლარი შეადგინა.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მონაცემებით, აგვისტოსთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი 8,6%-ით გაიზარდა. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,8%-ით დაეცა.

ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსის წლიური შემცირება მთავარი ინგრედიენტების - კვერცხისა და ყველის გაიაფებამ გამოიწვია.

"წინა წელთან შედარებით, 7%-ით შემცირდა კვერცხის ფასი, ყველის კი 3%-ით", - ნათქვამია ISET-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინდექსის თანახმად, ყველა სხვა დანარჩენი ინგრედიენტის ფასი გაიზარდა. 1%-ით გაძვირდა რძე, 2%-ით - ფქვილი, 9%-ით - საფუარი და 17%-ით - კარაქი.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე