loader

მალე ბაღდათი, შესაძლოა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეს - ეს ამბავი ერთი შეხედვით დაუჯერებელია... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალე ბაღდათი, შესაძლოა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეს - ეს ამბავი ერთი შეხედვით დაუჯერებელია...

მალე ბაღდათი, შესაძლოა, მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამის მიზეზი კი ამ ადგილას აღმოჩენილი რამდენიმე გიგანტური კუს, დინოზავრის ნაშთებისა და ასევე დიდი ზომის თევზების გაქვავებული ფიგურები გახდება. ამბავი ერთი შეხედვით დაუჯერებელია...
ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა, ბაღდათელი მკვლევარი ამბობს, რომ ცხოველების "ნიმუშები" შორეულ წარსულს მიეკუთვნება.
მდინარის მარცხენა სანაპიროზე კიდევ რამდენიმე გაქვავებული გიგანტური ცხოველია. მათ შორისაა კუს ბაკანი, რომელიც სხვა დანარჩენებთან შედარებით ყველაზე კარგად არის შემონახული.

თუ ყველაფერი დადასტურდა, ეს ღირსშესანიშნავი ადგილი მსოფლიო მნიშნელობის უნიკალურობას შეიძენს. ნინო ბაზანოვის სახელი კი შესაძლოა, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწეროს, როგორც ამ უნიკალურობის აღმომჩენი.