loader

"ესენი ადრეც ძვრებოდნენ იქ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა" - რას ჰყვება "კრწანისის" საწვრთნელ ბაზასთან დაღუპულის მამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ესენი ადრეც ძვრებოდნენ იქ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა" - რას ჰყვება "კრწანისის" საწვრთნელ ბაზასთან დაღუპულის მამა

რა მოხდა "კრწანისის" ეროვნული საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე, სადაც გუშაგმა გასროლა განახორციელა და 23 წლის გიგა შენგელია გარდაცვლილი იპოვეს? - მომხდარის საკუთარ ვერსიაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის მამამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა. როგორც რომან შენგელიამ განაცხადა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა უცხო პირები ბაზაზე შედიან. მისი ინფორმაციით, სასწავლო ცენტრში ერთ-ერთის მეგობარი მსახურობდა და მის სანახავად ადრეც მისულან გიგა შენგელია და მისი ახლობლები. მაგრამ ამჯერად, მამის თქმით, ნაცნობი გუშაგი ადგილზე არ დახვდათ, ხოლო უცნობმა გასროლა განახორციელა. რომან შენგელია უნდობლობას უცხადებს გამოძიებას, რადგან მისი შვილის გვამი , მისი ინფორმაციით, 4 საათის დაგვიანებით იპოვეს. რაც შეეხება მეორე შვილს, რომელიც იძებნება, რომან შენგელიას განცხადებით, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, იგი დაღუპული ვაჟის ცხედარს ზუგდიდის ცენტრში დაასვენებს.