loader

ვენეციური ნიღბების ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენეციური ნიღბების ისტორია

უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბები "პაპიემაშესაგან" მზადდებოდა და ირთვებოდა ბეწვეულით, სხვადასხვა ნაჭრით, ძვირფასი ქვებითა და ბუმბულებით.

შენიღბვა პრაგმატულ ხასიათს ატარებდა: ადამიანებს არ სურდათ, რომ სხვებს დაენახათ, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი სინამდვილეში. გარდა ამისა, ნიღბები ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ როლს ასრულებდა. ისინი ათანაბრებდა ყველას, ვინც მათ ატარებდა. ნიღბიანი მსახური შეიძლებოდა კეთილშობილ დოჟად მიეღოთ და პირიქით.