loader

როგორ აფასებენ სავალუტო ჯიხურები ეროვნული ბანკის რეგულაციებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აფასებენ სავალუტო ჯიხურები ეროვნული ბანკის რეგულაციებს

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, სავალუტო ჯიხურები ვალდებულნი არიან, მომხმარებლებს ინფორმაცია მიაწოდონ ვალუტის გაცვლისა და საყურადღებო კურსის, აგრეთვე,  საკომისიოს შესახებ. სებ-ის რეგულაციებს ტურისტულ ზონაში მდებარე სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაში უხეშ ჩარევად მიიჩნევენ. სავალუტო ჯიხურების წარმომადგენელები, რომელთა ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს არ აღემატება და არც საკომისიოთი სარგებლობენ, სებ-ის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, ახალი ცვლილებები მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება და სავალუტო ბიზნესზე დადებითად აისახება.

სებ-ის განცხადებით, მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის შესახებ ინფორმაცია სავალუტო ჯიხურის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე განთავსდება. წესის დარღვევის შემთხვევაში სავალუტო პუნქტის მფლობელი რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში ხელახალ რეგისტრაციას ვერ შეძლებს.