loader

ავადმყოფობის 9 შემთხვევა, როდესაც პიტნით შეგიძლიათ გამოჯანმრთელდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავადმყოფობის 9 შემთხვევა, როდესაც პიტნით შეგიძლიათ გამოჯანმრთელდეთ

სურნელოვანი პიტნის ფოთლები მდიდარია ეთერზეთებით, რომელთაც გამორჩეული გამაგრილებელი, მაცოცხლებელი სურნელი და გემო აქვთ. ეთერზეთების ძირითად კომპონენტს მენთოლი წარმოადგენს.
მენთოლი, რომელსაც პიტნის ფოთლები შეიცავს, გამოირჩევა ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით, იწვევს გულის გვირგვინოვანი არტერიების - კორონარული სისხლძარღვების - რეფლექსურად გაფართოებას.
პიტნის ეთერზეთებს დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ეფექტი აქვთ ინჰალაციების სახით. მენთოლის სპირტი ნაჩვენებია ნეიროდერმიის დროს. პიტნის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია გულისრევისა და ღებინების დროს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ზრდის მადას, აამებს თავის ტკივილს, აქვს ნაღველმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ხსნის სპაზმებს.