loader

რა შემთხვევაში მოუწევთ აბონენტებისთვის კომპენსაციის გადახდა ენერგოკომპანიებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაში მოუწევთ აბონენტებისთვის კომპენსაციის გადახდა ენერგოკომპანიებს

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. სემეკის მიერ მიღებული წესების შესაბამისად, კომპანიების ცხელ ხაზზე პასუხის გაცემის დრო, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შეწყვეტა-აღდგენის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ვადები განისაზღვრა. სემეკის ცნობით, წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება და მომხმარებელი კომპენსაციას სააბონენტო ბარათზე 10 კალენდარული დღის ვადაში მიიღებს.