loader

კოსმოსური სასტუმრო დედამიწის ორბიტაზე, რომლით მოგზაურობაც 25 მილიონი დოლარი ეღირება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოსმოსური სასტუმრო დედამიწის ორბიტაზე, რომლით მოგზაურობაც 25 მილიონი დოლარი ეღირება

კომპანია Bigelow Aerospaceგეგმავს 2020 წლისთვის კოსმოსური სასტრუმროს გაშვებას დედამიწის ორბიტაზე, იქ სადაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურია. კომპანიის წარმოდგენით, ეს იქნება მომავლის სასტუმრო, რომელიც უმასპინძლებს ჩვეულებრივ ადამიანებსა და ტურისტებს კოსმოსსში. თუმცა ასეთი კერძო კოსმოსური სადგურები გათვლილი იქნება არამარტო კოსმოსური ტურისტებისთვის, არამედ ნასას და სხვა კოსმოსური სააგენტოების კოსმონავტებისთვისაც.

როგორც ამბობენ, ხომალდი დაპრესილ მდგომარეობაში გაფრინდება და დანიშნულების ადგილის მიღწევის შემდეგ მთელი კონსტრუქცია ნელ-ნელა გაიშლება. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტრადიციული მოდულებისგან განსხვავებით, იქ იქნება გაცილებით დიდი სივრცე. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, კომპანიის ხომალდები იქნება გაცილებით დაცული რადიაციისგან და მიკრომეტეორების შემოტევისგან. ბიზნესმენი რობერტ ბიგელოუ გეგმავს 4 წლის განმავლობაში B330-ს ორი ხომალდის დამზადებას, რომლის შიდა ფართი გაშლის შემდეგ იქნება 11,650 კუბური ფუტი. მოგზაურობა 60 დღე გაგრძელდება და მისი საფასური იქნება 25 მილიონი დოლარი.