loader

რა მოუტანს საქართველოს ენერგოგაერთიანებაში შესვლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოუტანს საქართველოს ენერგოგაერთიანებაში შესვლა

14 ოქტომბერს, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეერთების შესახებ ოქმს მოეწერა ხელი. ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში მინისტრთა საბჭოს შეხვედრა ქალაქ სარაევოში გაიმართა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური და სრულფასოვანი წევრი გახდება. ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა გაფორმებულ ოქმს ისტორიული უწოდა.

სპეციალისტების თქმით, ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა ქვეყნის ენერგოპოლიტიკაზე დადებითად აისახება. ექსპერტები აღნიშნულ სექტორში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებასა და საჭირო რეფორმების განხორციელებას ელიან.

ენერგოგაერთიანებაში შესვლა, თავის მხრივ, საქართველოსგან გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს. მათ შორის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაცია იგულისხმება.