"პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
სს "პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკი იუწყება. სებ-ის ინფორმაციით, სს "პროგრეს ბანკის" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "პროგრეს ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "პროგრეს ბანკი" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.