loader

შენიშვნები, რომლებიც უმუშევრობის დათვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით არსებობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შენიშვნები, რომლებიც უმუშევრობის დათვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით არსებობს

მომავალი წლიდან საქსტატი უმუშევრობის სტატისტიკას კვარტალურად გამოაქვეყნებს. ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის რამდენით გაიზრდება კვლევებისთვის საჭირო ბიუჯეტი, თუმცა ცნობილია, რომ 3400-ის ნაცვლად უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის დადგენისათვის მინიმუმ ორჯერ მეტი ადამიანის გამოკითხვა იგეგმება.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის 12%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი ვერ ასახავს რეალობას და საქსტატის მეთოდოლოგია დასახვეწია. როგორც საქართველოს სტატისტკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მასში ცვლილების შეტანა არ იგეგმება. მათივე განმარტებით, მეთოდოლოგიის გადახედვა საჭიროება არ არსებობს.