loader

დანიშნულების ადგილი: მარსი - წითელ პლანეტაზე მოგზაურობა უკვე შესაძლებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დანიშნულების ადგილი: მარსი - წითელ პლანეტაზე მოგზაურობა უკვე შესაძლებელია

ახლა მარსის საკუთარი თვალით ნახვა და დათვალიერება უკვე შესაძლებელია. კენედის კოსმოსურ ცენტრში მნახველებს შეუძლიათ ვირტუალური გიდის მეშვეობით მოინახულონ და შეისწავლონ წითელი პლანეტა. პროგრამა, რომელიც ჩვეულებრივ დამთვალიერებლებს სთავაზობს ვირტუალურად მარსზე მოხვედრას, 19 სექტემბერს ამუშავდა და წლის ბოლომდე იფუნქციონირებს. ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიამ Microsoft HoloLens-თან ერთად გამოიგონა პროგრამა სახელად "Destination: Mars" ("დანიშნულების ადგილი: მარსი"), რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ვირტუალური რეალობის სათვალის მეშვეობით მარსის დანახვას და მოგზაურობას.