loader

რას მოხმარდება 800 მილიონ ლარზე მეტი მომავალ წელს თბილისში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას მოხმარდება 800 მილიონ ლარზე მეტი მომავალ წელს თბილისში?

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 800 მილიონ ლარზე მეტი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ინტენსიურ განხილვას ნოემბრიდან დაიწყებენ. მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება საბავშვო ბაღების მშენებლობა, კეთილმოწყობის სამუშაოები, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე ზრუნვა.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, მომავალ წელს მოცულობითი პროექტები განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, ასევე, ისტორიული უბნების შენარჩუნების მიზნით. ნარმანიამ საუბრისას აღნიშნა, რომ პროგრამების პარამეტრების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ საზოგადოებას მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდება.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე