loader

OECD-ს ფინანსური განათლების რეიტინგში საქართველო 30 ქვეყანას შორის 24-ე პოზიციაზეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

OECD-ს ფინანსური განათლების რეიტინგში საქართველო 30 ქვეყანას შორის 24-ე პოზიციაზეა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ქსელის ფინანსური განათლების, ხედვისა და ქცევის რეიტინგში საქართველო 12.4 ქულით მსოფლიოს 30 ქვეყანას შორის 24-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. OECD-ს ცნობით, კვლევაში მოხვედრილი ქვეყნების ფინანსური განათლების დონე საშუალოდ 13.2 ქულით განისაზღვრა მაქსიმალური 21-დან.

კვლევაში 30 ქვეყნის 52 000-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რეიტინგის პირველ სამეულში საფრანგეთი, ფინეთი და ნორვეგიაა.

ქართველი ეკონომისტების შეფასებით, ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის გაუმჯობესებაზე კერძო სექტორმა და მთავრობამ მეტი რესურსი უნდა დახარჯონ.