loader

ჩაის განვითარების ხელშემწყობ პროგრამას დაფინანსება უმცირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩაის განვითარების ხელშემწყობ პროგრამას დაფინანსება უმცირდება

7 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, ქართული ჩაის განვითარებისთვის 3,5 მლნ ლარის ნაცვლად მომავალ წელს მთავრობა მხოლოდ 1 მლნ ლარს დახარჯავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ 1 მლნ ლარი პროგრამის განხორციელებისთვის საკმარისი იქნება, თუმცა ჩაის მწარმოებელთა განცხადებით, აღნიშნული თანხა ჩაის კულტურის განვითარებისთვის მწირია.

ჩაის მწარმოებლები ასევე განმარტავენ, რომ ჩაის კულტურის აღორძინებისთვის ხელშემწყობი პროგრამების პირობები, მათ შორის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა, ჩაის მწარმოებლებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია.

ექსპერტების განცხადებით, ვინაიდან ქართულ ჩაიზე მოთხოვნა ნაკლებია, 1 მილიონი ლარი ჩაის კულტურის განვითარებისთვის საკმარისი იქნება.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენიმე მიმართულებით დაფინანსება მცირდება. მთლიანობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 80 მლნ ლარით ნაკლები იქნება და 238 მლნ ლარით განისაზღვრება.