loader

უცხოური პროდუქტების გაძვირება იგეგმება - იმპორტიორები მიზეზებზე საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცხოური პროდუქტების გაძვირება იგეგმება - იმპორტიორები მიზეზებზე საუბრობენ

2-3 კვირაში იმპორტირებული პროდუქტის 5-დან 15%-მდე გაძვირებაა მოსალოდნელი. იმპორტიორები ცვლილებას არასტაბილური ვალუტის კურსითა და საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასებით ხსნიან. იმპორტიორთა ერთი ნაწილი განმარტავს, რომ ზაფხულში მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო საფასო პოლიტიკა არ შეუცვლიათ, თუმცა ასე გაგრძელებას აღარ აპირებენ.

თუ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი არ დასტაბილურდა, ფასების ზრდას გეგმავს კომპანია "გრანდის" დამფუძნებელიც. მისი თქმით, იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების ზრდას ბევრი გარემოება განსაზღვრავს, მათ შორის, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება.

იმპორტიორები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის დაკარგვამ ისინი კრიზისულ სიტუაციაში ჩააყენა. მათი განმარტებით, ბოლო პერიოდში იმპორტიორები ძირითადად ზარალზე მუშაობენ. მიღებული დანაკლისის კომპენსაციას კომპანიები დღესასწაულების პერიოდში, ბაზარზე წარმოქმნილი ერთგვარი აჟიოტაჟური მოთხოვნის დროს ახერხებენ.