loader

2015 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 13,8%-ით გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2015 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 13,8%-ით გაიზარდა

საქსტატი 2015 წლის საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2015 წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13,8%-ით გაიზარდა და 57,0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2015 წელს მისი მოცულობა 30,0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,1%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2015 წელს მთლიანი ბრუნვის 82,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 8,4% - საშუალო, ხოლო 9,1% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში. მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 80,4%, საშუალო ბიზნესზე - 9,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,9%.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე