loader

რას მოუტანს მეწარმეებს ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას მოუტანს მეწარმეებს ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება

მეწარმეები, რომლებიც ქარხნებს აშენებენ, დაზგა-დანადგარების, ჰიდროელექტროსადგურის ტურბინების და სხვა ძირითადი საშუალებების იმპორტისას დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდნენ. მთავრობის 431-ე დადგენილებით, იმ ძირითადი საშუალებების ნუსხა განისაზღვრა, რომლის იმპორტის დროს მეწარმეები დამატებითი ღირებულების გადასახადს არ გადაიხდიან. ჩამონათვალი ფინანსთა სამინისტროს მეწარმეთა ფედერაციისა და მასში შემავალი კომპანიების ერთობლივი მუშაობით დაზუსტდა.

ძირითადი საშუალებების დღგ-სგან გათავისუფლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა "გრინპაკის" ფინანსური ხარჯები. კომპანია ამ ეტაპზე ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციას აწარმოებს. გრინპაკს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორმილიონიანი სესხი აქვს აღებული. ამ თანხის დაახლოებით 10 პროცენტი სწორედ ძირითადი საშუალებების იმპორტს მოხმარდა.