loader

რა პრობლემები ელის ქართულ თხილს ევროკავშირის ბაზარზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პრობლემები ელის ქართულ თხილს ევროკავშირის ბაზარზე?

ქართულ თხილს ევროკავშირის ბაზარზე პრობლემები ელის. ექსპერტების განმარტებით, თხილის დაბალხარისხიანი მოსავლის გამო ქართული თხილი საერთაშორისო სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებს. "თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" თავმჯდომარის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, თხილის სოკოვანი დაავადებისა და ფარული სიდამპლის გამო, ქართული თხილის გადარჩევაც კი პრაქტიკულად, შეუძლებელია. ევროკავშირის ბაზარზე ქართული თხილს მხოლოდ ის კომპანიები შეიძენენ, რომლებიც მის გადამუშავებას უზრუნველყოფენ.

ექსპერტები ქართულსა და თურქულ თხილს შორის ფასთა შორის სხვაობის გაიზრდასაც ვარაუდობენ, რაც შემდგომში ქართული თხილის რეალიზაციას კიდევ უფრო შეაფერხებს.