loader

საქართველოში დამსაქმებლებს კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლემა აქვთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში დამსაქმებლებს კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლემა აქვთ

საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ დასაქმება რჩება. თუმცა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უმუშევარია, შრომის ბაზარზე კერძო სექტორი კვალიფიციური კადრების სიმცირეს უჩივის. პროფესიონალი სამუშაო ძალის ნაკლებობა თითქმის ყველა სფეროში იგრძნობა. სპეციალისტები ამ საკითხს ბაზრის მოთხოვნებისა და სტანდარტების ცვლილებით ხსნიან.

შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევითაც დასტურდება. სპეციალისტების დაკვირვებით, კვალიფიციური კადრების სიმცირე ძირითადად პროფესიული სასწავლებლობის ნაკლებობით არის გამოწვეული. მათივე განმარტებით, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ხშირად არც მოქმედ სასწავლებლებში მიღებული განათლება პასუხობს.