loader

"ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს" - გიორგი კვირიკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს" - გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი, ვის უნდა მოვუწყოთ აქცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, აქციის გამართვის თარიღი დაასახელონ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად მოგებული აქვს და არ აპირებს არანაირი აქციის, მით უმეტეს დისკომფორტის შექმნას მოქალაქეებისთვის, არც ქუჩების გადაკეტვას და არც მოძრაობის ჩაკეტვას.