loader

ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ მარადიული ცხოვრებისთვის მოემზადოს - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ მარადიული ცხოვრებისთვის მოემზადოს - ილია მეორე

ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია –ცხოვრობს იმისთვის, რომ მარადიული ცხოვრებისთვის მოემზადოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„რთულია ადამიანის ცხოვრება. ყოველი ადამიანი რაღაცას ელოდება, კაცობრიობა რაღაცას ელოდება. ძალიან ხშირად არის წინათგრძნობა, როცა განსაცდელს ველოდებით. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა ერსა თვისსა მისცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ადამიანის ცხოვრება ეს არის ურთულესი პროცესი. ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ მოემზადოს მარადიული ცხოვრებისთვის. არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. შევთხოვთ უფალს, რომ ცოდვები ჩვენი აღხოცოს და ძალა მოგვცეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა.

გარდა ამისა, როგორც ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, 27 სექტემბერს არის ჯვართამაღლების დღე. ამასთან დაკავშირებით ხვალ, საღამოს ლოცვა 18.00 საათზე დაიწყება, ხოლო სამშაბათს 10.00 საათზე – წირვა.