დონალდ ტრამპი ინაუგურაციამდე ისტორიულ ტაძარში მივიდა
დონალდ ტრამპის პირველი გაჩერება ინაუგურაციის დღეს წმინდა ჯონის საეპისკოპოსო ტაძარი იყო. 1816 წლის შემდეგ, რაც ეს ტაძარი აშენდა, ამერიკის ყველა პრეზიდენტი ერთხელ მაინც დაესწრო წირვა-ლოცვას ამ ეკლესიაში. მას ხუმრობით "პრეზიდენტების ეკლესიასაც" ეძახიან.