loader

"რუსი მეძავები მსოფლიოში საუკეთესოები არიან" - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსი მეძავები მსოფლიოში საუკეთესოები არიან" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ანგარიშის დამკვეთები, რომელშიც ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე კომპრომატი გააჩნია, "უარესები არიან, ვიდრე მეძავები".

"პროსტიტუცია სერიოზული, საზიზღარი სოციალური მოვლენაა, ახალგაზრდა ქალებს უწევთ ამით დაკავება, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და ეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბრალიცაა. მაგრამ ის ხალხი, ვინც უკვეთავს ასეთ სიცრუეს, ვინც ახლა ამას აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ავრცელებს და ამას პოლიტიკური ბრძოლის მიზნებისათვის იყენებს, უარესია, ვიდრე მეძავები", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ "ის ფაქტი, რომ ასეთ მეთოდებს იყენებენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ, უნიკალური შემთხვევაა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ეს მეტყველებს დასავლეთში, მათ შორის, აშშ-ში, პოლიტიკური ელიტის დეგრადაციაზე".

ვლადიმერ პუტინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ, სავარაუდოდ, მოსკოვში ვიზიტისას ტრამპს კონტაქტი ჰქონდა რუს მეძავებთან.

"რა გამოდის, ტრამპი მოსკოვში ჩამოვიდა და უცებ გაიქცა მოსკოველ მეძავებთან შესახვედრად? ჯერ ერთი, ეს ზრდასრული მამაკაცია და მეორეც, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სილამაზის კონკურსების ორგანიზებით იყო დაკავებული და ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებთან, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ სასტუმროში გაიქცა, რათა შეხვედროდა მსუბუქი ყოფაქცევის ჩვენს გოგოებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკეთესოები არიან მსოფლიოში", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.