X
დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა
22:28 / 11-01-2017
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტს ჯიმ აკოსტას კითხვის დასმის უფლება არ მისცა.
დღეს CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ. CNN-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატი მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.
დონალდ ტრამპმა აღნიშნულს მის წინააღმდეგ გამოსვლა და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება უწოდა. პრესკონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტმა ტრამპს სთხოვა კითხვის დასმის უფლება მიეცა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „ნუ უხეშობთ, კითხვის დასმის უფლებას არ მოგცემთ. თქვენ ცრუ ინფორმაციების ორგანიზაციიდან ბრძანდებით“.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"მოიცა, გავიდა კადრი?.. რა ხდება?" - სააკაშვილს პირდაპირი ეთერი გაეთიშა
"ჩცდ"-ის მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ეკა დემეტრაძესთან განქორწინების მიზეზებზე პირველად ალაპარაკდა
"ვსაუბრობთ სომხეთზე, პირველი გვახსენდება ჩურჩხელა" - რუსი წამყვანი და ერევნელი ვაჭრები კულინარიულ შოუში
"ლამბადას" შემსრულებელი დამწვარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
ყველაზე ამაღელვებელი მომენტი - ვინ გახდა შოუს "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვებული
"რა დროს "ბარსელონაა", ცოლად გამომყვები"? - მოულოდნელი ხელის თხოვნა პირდაპირ ეთერში
ნახეთ, რა დაემართა "იმედის" წამყვანს პირდაპირ ეთერში
ახალგაზრდა რუსმა მოდელმა რბოლისას კისერი მოიტეხა და ადგილზევე გარდაიცვალა