X
დონალდ ტრამპის ამაზრზენი საქციელი, რომელიც გუშინ მერილ სტრიპმა მთელ მსოფლიოს შეახსენა
11:45 / 10-01-2017
მერილ სტრიპის სიტყვა ამერიკელ და არამხოლოდ ამერიკელ ხალხს, სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, დიდხანს ემახსოვრება. მსახიობის გამოსვლის მთავარი მოტივი ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხისტი პოლიტიკისა და შეხედულებების საჯარო კრიტიკა იყო. მაგალითი კი, რომელიც სტრიპმა მოიყვანა, შეეხებოდა მომენტს, როდესაც დონალდ ტრამპმა შშმ პირს საჯაროდ დასცინა. ეს იყო 2015 წლის ნოემბერი.

ციტატა მერილ სტრიპის გამოსვლიდან:
"წელს ძალიან ძლიერი, სუნთქვის შემკვრელი და ღრმა ნამუშევრები ვიხილეთ. თუმცა, ერთი გამაოგნებელი წარმოდგენის მოწმენიც გავხდით, რომელმაც გულში თავისი ბრჭყალები ჩაგვასო, არა იმიტომ, რომ კარგი იყო, არამედ იმიტომ, რომ ეფექტური იყო და თავისი საქმე გააკეთა, სამიზნე აუდიტორიას სიცილი მოჰგვარა და კბილები გამოაჩენინა. ეს იყო მომენტი, როდესაც ადამიანმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემ თანამდებობას ითხოვდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპორტიორს გამოაჯავრა. ადამიანს, რომელსაც პრივილეგიით და ძალით სჭარბობდა. ამ სცენის ნახვამ გული გამიტეხა, ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ თავიდან ამოგდებას, რადგან ეს ფილმში არ ხდებოდა, ამას რეალურ ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი.

როდესაც ასეთი ქცევა რომელიმე ძლევამოსილი პირის მიერ, საჯარო პლატფორმაზე ხდება, იგი ღმად ილექება ჩვენს ცნობიერებაში და შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს მსგავსი ქმედების უფლებას სხვა ადამიანებსაც აძლევს. უპატივცემულობა უპატივცემულობას იწვევს, ძალადობა ძალადობის საფუძველი ხდება და როდესაც გავლენიანი ადამიანი საკუთარ პოზიციას სხვების დასამცირებლად იყენებს, ჩვენ ყველანი ვმარცხდებით"
. ნახეთ მერილ სტრიპის გამოსვლის ჩანაწერი ქართულ ენაზე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ბიჭმა შეყვარებულს ისეთი რამ გაუკეთა, რაც თქვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიმეოროთ
ნახეთ, რას იპარავდა გოგო მაღაზიიდან - მისმა  საქციელმა მამაკაცები "გააგიჟა"
შეიარაღებული ქართველების დაკავების კადრები კიევში
გურჯაანელი კაცის "შტოფის" თანხლებით შესრულებული სიმღერა სიყვარულზე
ნახეთ, როგორ მოექცა ბიჭი მოღალატე შეყვარებულს
როგორ გადაარჩინა სასკოლო ავტობუსის მძღოლმა 29 მოსწავლე ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან - კადრები შემთხვევის ადგილიდან
შემზარავი კადრები მესტიიდან, სადაც ძაღლებს ერთმანეთი დააჭმევინეს: "დაგლიჯე, ბოლომდე, მიდი, ეცი..." (+18)
Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო ხალხს შოკში აგდებს: გაცოცხლებული თოჯინა და მოძრავი ავეჯი