loader

მორიგი აფეთქება თურქეთში - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი აფეთქება თურქეთში - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

თურქეთის დასავლეთით, ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ CNN Turk-ი იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა სასამართლოს შენობის გვერდით. შემთხვევის ადგილზე ორი ავტომობილი დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. პოლიციასთან სროლის დროს ორი ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა, მესამე ტერორისტს კი სამართალდამცავები ეძებენ. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ერთი პოლიციელი და სასამართლოს ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.