loader

ლიბიაში თვითმფრინავი გაიტაცეს - ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიბიაში თვითმფრინავი გაიტაცეს - ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება

ლიბიაში, სავარაუდოდ, ორმა პირმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება.
ბოლო ინფორმაციით, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ მალტაში დაეშვა. გამტაცებლები ლაინერის აფეთქებით იმუქრებიან.
სამგზავრო თვითმფრინავი ლიბიაში შიდა რეისს ახორციელებდა. გამტაცებლების მოთხოვნები უცნობია. თვითმფრინავი ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ს ეკუთვნის.