loader

ერდოღანი ალეპოელ გოგონას შეხვდა, რომელიც რუსეთისგან დაბომბვით მიღებული კოშმარის შესახებ წერდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერდოღანი ალეპოელ გოგონას შეხვდა, რომელიც რუსეთისგან დაბომბვით მიღებული კოშმარის შესახებ წერდა

#ალეპო Facebook-სა და Twitter-ზე ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰეშთეგია. მილიონობით ინტერნეტმომხმარებელი ყოველდღიურად ამოწმებს სიახლეებს მსოფლიოს ყველაზე "ცხელი" წერტილიდან, Twitter-ზე კი ასობით ადამიანი ეცნობა ტვიტებს, რომელიც ალეპოელი გოგონას სახელით ქვეყნდება. კოშმარული ისტორიები, რომლებსაც ტვიტების ავტორი რეგულარულად აქვეყნებს, ინტერნეტმომხმარებლებს ანა ფრანკს აგონებს. ამიტომაც 7 წლის ალეპოელ გოგონას "ალეპოელ ანა ფრანკსაც" უწოდებენ.

7 წლის ალეპოელ ანა ფრანკს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდა.