loader

რუსეთში აბაზანის ლოსიონის დალევის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში აბაზანის ლოსიონის დალევის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში აბაზანის ლოსიონის დალევის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, კუნელის არომატის სითხე მოქალაქეებმა ალკოჰოლის ნაცვლად დალიეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულები 35-დან 50 წლამდე ასაკის, შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან. როგორც ცნობილია, პოლიციამ მაღაზიებიდან აღნიშნული პროდუქციის ამოღება დაიწყო. გამომძიებლების თქმით, საუბარია სითხეზე, რომელიც სპირტს შეიცავს. აბაზანის ლოსიონი ადგილობრივებისთვის ალკოჰოლის იაფი შემცვლელია და ქვეყანაში მისი ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად მიღება ხშირია. შემთხვევის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში სპირტის შემცველ პროდუქციაზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ბრძანება გასცა.