loader

"ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ციხეში ჩავსვი" - სააკაშვილის ემოციური გამოსვლა Шустер LIVE-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ციხეში ჩავსვი" - სააკაშვილის ემოციური გამოსვლა Шустер LIVE-ში

Шустер LIVE-ში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილს დარბაზში მყოფმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რაზეც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მისთვის ჩვეულად, ემოციებით დატვირთული პასუხი გასცა.

"ბოდიშს გიხდით, ვინმეში გეშლებით. რატომ? -  იმიტომ, რომ მე მიხეილ სააკაშვილი ვარ. მე ვიყავი ქვეყნის პრეზიდენტი 9 წელი. იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც მე ვიყავი, როდესაც სათავეში მივედი, თავდაპირველად ძველი ხელისუფლების მინისტრები ჩავსვი ციხეში. ჩვენ ისინი პირველ ორ თვეშივე ჩავსვით. ამასთან, ზოგი სეპარატისტულ ტერიტორიებზე ავიყვანეთ, ვერტმფრენებით ჩამოვიყვანეთ. ერთ-ერთი საავადმყოფოში იმალებოდა და იქიდან წამოვიყვანეთ და ქონების მოტანა ვაიძულეთ. პირველი ნახევარი წელი ჩვენ ბიუჯეტი მათი ნაქურდალის უკან დაბრუნებით შევავსეთ. როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, პირველსავე წელს ჩვენ ჩავსვით ოთხი დეპუტატი, ჩემივე პარტიიდან, რომლებიც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები იყვნენ. შემდეგ კი ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარი, თავდაცვის მინისტრი ჩავსვი კორუფციის გამო", - აცხადებს სააკაშვილი.