loader

როგორ პასუხობს პუტინი რუსი დიპლომატის მკვლელობას - საგანგებო განცხადების ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ პასუხობს პუტინი რუსი დიპლომატის მკვლელობას - საგანგებო განცხადების ჩანაწერი

პასუხი ამ მკვლელობაზე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას.
"ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.