loader

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303.
ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან. ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს", - ნათქვამია განცხადებაში.