ყველაფერი ბერლინში მომხდარი ტრაგედიის შესახებ - უწყვეტი ვიდეომასალა უბედურების ადგილიდან
ბერლინის პოლიცია საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 9 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. დაშავებულია 50 ადამიანი. ამის შესახებ „თვითერის“ გვერდზე ბერლინის პოლიციის პრესსამსახური იუწყება. პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი ტერაქტია. გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
უახლესი| სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით შევარდა, დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრაგედიის ადგილზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.
უახლესი| სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით შევარდა, დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრაგედიის ადგილზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.