loader

რუსეთის პატრიარქი კირილი ალეპოში სისხლისღვრას გამართლებულად მიიჩნევს - "ეს წმინდათაწმინდა ომია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის პატრიარქი კირილი ალეპოში სისხლისღვრას გამართლებულად მიიჩნევს - "ეს წმინდათაწმინდა ომია"

სირიის ქალაქ ალეპოში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რასაც ერთ-ერთი მონაცემებით, 130-მდე ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის პატრიარქი ეხმაურება.
"ჩვენ გამოუცხადებელი ომი გამოგვიცხადეს. ახლა სირიის მაგალითზე ჩვენ ვხვდებით, რა სურს მოწინააღმდეგეს. მათ სურთ რუსეთის, როგორც მართლმადიდებლობის ფორპოსტის განადგურება.
ის, რაც ახლა ხდება თითქოსდა შორეულ სირიაში, რომელიც სინამდვილეში არც ისე შორსაა - ფაქტობრივად, ის ჩვენი მეზობელია - ეს არის სამშობლოს დაცვა.
ამიტომ ეს ომი თავდაცვითია. ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ ამ საომარ მოქმედებებში და ეს ომი თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის გამართლებული და სამართლიანია.
ისეთი ქმედება, რომელსაც შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი მოჰყვეს, ხანდახან გამართლებულია. დღევანდელი ომი ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა იყოს საერთო - ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს. ჩვენ ბოროტება უნდა დავამარცხოთ. ეს წმინდათაწმინდა ომია", - აცხადებს პატრიარქი კირილი.

შეგახსენებთ, რომ ამბოხებულების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევის შემდეგ სირიის სახელისუფლებო ჯარებმა ალეპოში სამხედრო ოპერაცია კვლავ განაახლეს.
ამ დრომდე, ორმხრივ შეტაკებებს დიდი ოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ემსხვერპლა.