loader

ლავროვმა ჟურნალისტებს დებილები უწოდა - რუსეთის პირველი დიპლომატის "დიპლომატიური" საქციელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლავროვმა ჟურნალისტებს დებილები უწოდა - რუსეთის პირველი დიპლომატის "დიპლომატიური" საქციელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტრთა შეკრებაზე პროტოკოლური შეხვედრისას ჟურნალისტებს დებილები უწოდა.

ინციდენტი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრამდე მოხდა. პროტოკოლური შეხვედრის შემდეგ, როგორც წესი, დიპლომატები პრესას მადლობას უხდიან, რაც იმის ნიშანია, რომ ოპერატორებმა გადაღება უნდა დაასრულონ. თუმცა, ერთ-ერთი ოპერატორი გარკვეული მიზეზების გამო შეყოვნდა იმის გადასაღებად, თუ როგორ გაივლიდნენ კამერების წინ. ამან რუსული დიპლომატიის შეფი აღაშფოთა, ის პირადად მივიდა მედიის წარმომადგენლებთან და მათ ინგლისურად მიმართა: "რა გნებავთ? დებილები!" - წერს მედია.