loader

რა უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა?

თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Deutsche Welle-ის რუსულენოვანი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს. მას სურს, უკრაინაში პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე იყოს.

„ჩემთვის თანამდებობა არ არის თვითმიზანი. ჩემი მიზანია ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად შევძლებ უკრაინაში ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.