სროლა ოჰაიოს უნივერსიტეტში: შეიარაღებული პირი საერთო საცხოვრებლში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა
ოჰაიოს უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, შეიარაღებული პირი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის მოტივის შესახებ უცნობია. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია განაცორციელა.