loader

ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

ისრაელის რამდენიმე რეგიონში სამი დღეა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. უმეტეს შემთხვევაში სტიქია გვალვას და ძლიერ ქარს უკავშირდება. ხელისუფლება ხანძრის განგებ გაჩენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ისრაელის ქალაქ ხაიფაში ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 132 ადამიანი სხვადასხვა ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს. უმეტესი მათგანი კვამლით მოიწამლა.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამენ ნეთანიაჰუს განცხადებით, თითოეული ხანძარი, რომელიც განგებ არის გაჩენილი, ტერორია და სწორედ ასე იქნება ხელისუფლების მიერ განხილული. „ყველა, ვინც შეეცდება ისრაელის სახელმწიფოს ნაწილის დაწვას, უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ისრაელის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. რამდენიმე ქვეყანა ისრაელს უკვე დაჰპირდა, რომ ხანძართან საბრძოლველად ავიაციას გააგზავნის. თავის მხრივ ისრაელის საგარეო უწყება იმ ამერიკულ კამპანიას სთხოვს დახმარებას, რომელსაც ყველაზე დიდი თვითმფრინავი ჰყავს ხანძართან საბრძოლველად.
მასშტაბური ხანძარი ისრაელში 2010 წელსაც მძვინვარებდა, რასაც 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.