loader

რუსმა თინეიჯერებმა თვითმკვლელობამდე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს - "რუსი ბონი და კლაიდის" შოკისმომგვრელი ფაქტის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა თინეიჯერებმა თვითმკვლელობამდე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს - "რუსი ბონი და კლაიდის" შოკისმომგვრელი ფაქტის დეტალები

15 წლის ფსკოველმა მოზარდებმა, დენის მურავიოვმა და ეკატერინა ვლასოვამ თავიანთი საქციელით მთელი რუსეთი აალაპარაკეს.

პირველადი ინფორმაციით, თინეიჯერმა წყვილმა, რომლებიც ქალაქგარეთ მდებარე სახლში იყვნენ ჩაკეტილნი, ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცველებს, შემდეგ კი თავი მოიკლეს. ყველაფერ ამას ისინი სოციალურ ქსელში ონლაინრეჟიმში აჩვენებდნენ, საკუთარ თავებს კი "რუს ბონი და კლაიდს" უწოდებდნენ. შოკისმომგვრელ კადრებში, რომელსაც ახალგაზრდები მეგობრებს სოციალურ ქსელში უზიარებდნენ, ჩანს, როგორ ესვრიან ისინი პოლიციელებს, რომლებმაც სახლს ალყა შემოარტყეს. სამართალდამცველები მათთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა მძევლად იყო აყვანილი, თუმცა, სანამ ორმაგი სუიციდი მოხდებოდა, გოგონამ Вконтакте-ს პირად გვერდზე დაწერა, რომ მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

იხილეთ ვრცლად "ამბებზე"