loader

ქარიშხალ “აირენის” გამო, აშშ-ში 2 მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქარიშხალ “აირენის” გამო, აშშ-ში 2 მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული

"აირენი", რომლის სიმძლავრეც 150 კმ/სთ სიჩქარეს აჭარბებს, სანაპირო ზოლს თანდათან უახლოვდება. ამერიკის შვიდ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსხვილი ქალაქებიდან განსაკუთრებული საფრთხე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკს ემუქრება.

ნიუ-იორკის მერის ბრძანებით, ქალაქის ზღვისპირა დასახლებებიდან უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ქარიშხალთან დაკავშირებით რამდენიმე საათის წინ სპეციალური მიმართვა გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მან მოსახლეობას მოუწოდა, მოახლოებული საფრთხე სერიოზულად აღიქვან და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

ობამამ ქარიშხალი "აირენი", მისი სიმძლავრის გამო, ისტორიულ ქარიშხლად მოიხსენია.