loader

"ჩემი ხელფასი შეადგენს 1 აშშ დოლარს" - დონალდ ტრამპი გასამრჯელოზე უარს ამბობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ხელფასი შეადგენს 1 აშშ დოლარს" - დონალდ ტრამპი გასამრჯელოზე უარს ამბობს

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უარს იტყვის ხელფასზე. ტელეარხ CBS-ის გადაცემა "60 წუთში" ტრამპს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა ხელფასს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას.

"ჩემი პასუხია - არა. ვფიქრობ, კანონის შესაბამისად, უნდა მივიღო, როგორც მინიმუმ, 1 აშშ დოლარი. ასე რომ, ჩემი ხელფასი შეადგენს 1 აშშ დოლარს", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 400,000 აშშ დოლარს წელიწადში. ასევე, პრეზიდენტისთვის ხელმისაწვდომია წელიწადში 50,000 აშშ დოლარი პირად ხარჯებზე, მგზავრობების ფონდი 100,000 აშშ დოლარის ოდენობით და 19,000 აშშ დოლარი გართობებზე.